ფეხბურთი

14:20 | 10.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

კალვინ ფილიპსი სერია A-ში გადადის

„მანჩესტერ სიტის“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი კალვინ ფილიპსი შესაძლოა იანვარში „იუვენტუსში“ გადავიდეს.

პოლ პოგბასა და ნიკოლო ფაჯოლის დისკვალიფიკაციების შემდეგ ტურინელები ნახევარმცველს ეძებენ, ფილიპი კი როგორც ჩანს, მთავარი ვარიანტია. 27 წლის ფეხბურთელი და „სიტიც“ მზად არიან დათანხმდნენ იჯარასა, რადგან კალვინს სათამაშო დრო არ აქვს, წინ კი ევროპის ჩემპიონატია და სურს ფორმაში იყოს.

„იუვეც“ მზადაა ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე დაიმატოს. ამრიგად, მხარეებს შორის მუშაობა მიმდინარეობს.

კალვინ ფილიპსი „ლიდსის“ აღზრდილია, სადაც 234 მატჩში 14 გოლი გაიტანა, „მანჩესტერ სიტიში“ კი 2022 წლიდან 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.113095