დუშეთში მიმდინარე ძალოსანთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოს რეკორდებით გაიხსნა. 81 კგ. წონით კატეგორიაში თბილისის გუნდის წევრმა, ლევან ოჩიგავამ ატაცში 17 წლამდელთა რეკორდი 3 კილოგრამით გააუმჯობესა, აკვრაში კი 1 კილოგრამით.
ასევე სარეკორდო იყო ორჭიდში დაფიქსირებული წონაც, სადაც ოჩიგავამ ქვეყნის რეკორდი 5 კილოგრამით გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ ატაცისა და ორჭიდის რეკორდები მანამდეც მას ეკუთვნოდა, აკვრაში კი ლომია თებიძეს.
შედეგები: 81 კგ.
ატაცი
ლევან ოჩიგავა (თბილისი) - 146
გიორგი ლომთაძე (ქუთაისი) - 145
გოგა ჯაჯვანი (ზუგდიდი) - 140
აკვრა
ლევან ოჩიგავა (თბილისი) - 181
გოგა ჯაჯვანი (ზუგდიდი) - 160
გიგა ცუხიშვილი (საჩხერე) - 134
ორჭიდი
ლევან ოჩიგავა (თბილისი) - 327
გოგა ჯაჯვანი (ზუგდიდი) - 300
გიგა ცუხიშვილი (საჩხერე) - 244