სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

0:29 | 10.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი (A ლიგა) დაიწყო

თბილისსა და რუსთავში, 2 მატჩით დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორის. წინა სეზონის მსგავსად, თითოეულ ასაკში გუნდები დივიზიონებშია განაწილებული. უმაღლესი გახლავთ A ლიგა (დივიზიონი), რომელშიც 14 გუნდი მონაწილეობს და ქვეყნის ჩემპიონის გამოსავლენად იბრძვის.

გასული სეზონისგან განსხვავებით, A დივიზიონის მონაწილე 14 გუნდი 2 ჯგუფის მსგავსად ერთშია თავმოყრილი. შესაბამისად, ყველა გუნდი ყველას (ორ წრედ) შეხვდება და საუკეთესო 8 გუნდი პლეი ოფში გააგრძელებს საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას. პლეი ოფს მიღმა დარჩენილები კი უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.

აქვე აღვნიშნოთ, რომ გასული სეზონის შემდეგ A დივიზიონი დატოვეს გორმა და მაქაბიმ, ხოლო ქვედა ლიგიდან უმაღლესში ჰიუნდაი და თსუ აღზევდნენ. შეგახსენებთ, რომ დებულების თანახმად, უმაღლეს, A ლიგაში ერთი საკალათბურთო სკოლიდან მხოლოდ 1 გუნდის ასპარეზობაა დასაშვები და ამიტომ ზაზას აკადემიისა და ჰიუნდაის მეორე გუნდები, შესაბამისი შედეგების დაფიქსირების მიუხედავად, A დივიზიონში ვერ გადავიდნენ.

დღეს გამართული მატჩებიდან თბილისური უფრო დაძაბული გამოდგა. ორბისა და ქუთაისის დაპირისპირება საკმაოდ საინტერესოდ, თანაბრად წარიმართა და საბოლოოდ მასპინძელი ორბის გამარჯვებით – 99:89 (სტატისტიკა) დასრულდა. ბოლო პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი იყო. კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ორბმა ბოლოსღა მოახერხა ქუთაისელთა გატეხა. გამარჯვებულთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო ალექსანდრე ფორჩხიძე, ქუთაისში კი 24-24 ქულით სანდრო ბარდველიძე და გერა ჭეიშვილი გამოირჩნენ.

რუსთავში გამართული მატჩი მასპინძელი გუნდის შედარებით იოლი გამარჯვებით დასრულდა. ოთარ ხმელიძის გაწვრთნილმა რუსთაველებმა გასული სეზონის ჩემპიონ “ვინგსს” უმასპინძლეს და 92:54 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს. ვინგსი ამ სეზონში ფავორიტი ვერ იქნება, რადგან წინა, საჩემპიონო შემადგენლობიდან ზოგს ასაკის გამო აღარ უწევს 18-წლამდელებში თამაში, ზოგიც კარიერის გასაგრძელებლად უცხოეთში გაემგზავრა.

რუსთავის შემადგენლობაში 20-20 ქულით ლუკა ტაბაღუა და დათა ვაშაკიძე გამოირჩნენ, თუმცა ყველაზე შედეგიანი გიორგი ჯანგველაძე იყო, რომელმაც 13 ქულა და 26 (!) მოხსნა მიითვალა. ვინგსში 25 ქულა ჰქონდა ანდრია მდინარაძეს.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114456