ფეხბურთი

21:14 | 9.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტივ კლარკი: "საქართველოსთან თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი"

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებებთან მატჩების წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს შეხვედრები მათთვის გადამწყვეტი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია.

„საქართველოსთან და ნორვეგიასთან მატჩები ვფიქრობდით, რომ ჩვენთვის გადამწყვეტი იქნებოდა, მაგრამ ფეხბურთელების დამსახურებით ყველაფერი შეიცვალა, ევროპის ჩემპიონატზე გავედით და ამიტომ ეს მატჩები ახლა გადამწყვეტი არ არის.

თუმცა, ბოლო სამი თამაში წავაგეთ და გვინდა, ცუდი სერია დავასრულოთ, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადოთ, ამიტომ, ეს ორი თამაში ჩვენთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ ბოლოს ნორვეგიას შინ ვხვდებით, რადგან ეს იქნება შანსი, რომ ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადონ. ვფიქრობ, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება ძალიან რთული იქნება, მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ესპანეთი ბოლო ორ მატჩში ქულებს დაკარგავს. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ ორიენტირებული“, - თქვა კლარკმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შოტლანდიის მატჩი 16 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

0.116437