ფეხბურთი

18:05 | 9.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოჩოლეიშვილი ჩემპიონთა ლიგის ტურის სიმბოლურში

დონეცკის „შახტარის“ მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, რომელსაც უეფა Fantasy Football-ში დაგროვებული ქულების მიხედვით ადგენს.

ქართველმა მცველმა „ბარსელონას“ წინააღმდეგ საგოლე პასი გააკეთა და მისმა გუნდმა ესპანური გრანდი 1:0 დაამარცხა. გიორგიმ Fantasy Football-ში ამ მატჩში 12 ქულა მიიღო.

სიმბოლურ ნაკრები ასეთია:

მეკარე: ანდრეი ლუნინი (რეალი)

მცველები: ხოსე ხიმენესი (ატლეტიკო), პეპე (პორტუ), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი)

ნახევარმცველები: ბუკაიო საკა (არსენალი), მიკელ მერინო (სოსიედადი), დიეგო გონსალვეში (კოპენჰაგენი), სამუელ ლინო (ატლეტიკო)

თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ბაიერნი), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130091