ფეხბურთი

17:29 | 9.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ლოკატელის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ტურინის „იუვენტუსმა“ მანუელ ლოკატელის ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის მიხედვით იტალიელი „ბებერ ქალბატონში“ 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ლოკატელის ძველი ხელშეკრულება 2026 წელს იწურებოდა. განახლებული კონტრაქტით მცირედით გაიზარდა 25 წლის ფეხბურთელის ხელფასიც, რომელიც სეზონში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.

მანუელ ლოკატელი „იუვენტუსმა“ 2021 წელს „სასუოლოდან“ შეიძინა და მას შემდეგ 103 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა. ლოკატელიმ კარიერა „მილანში“ დაიწყო, იტალიის ნაკრებში კი 26 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი და 2021 წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121344