მომავალ უქმეებზე ერთბაშად 10 ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებულ თამაშებს განსჯის. ამ კვირაში დიდი 10 ისვენებს, რამაც საქართველოს, ევროტურნირებში სამი სამსაჯო ბრიგადისა და ერთი რეფერის მივლინების შესაძლებლობა მისცა.
12 ნოემბერს რაგბი ევროპის სუპერ თასის ა ჯგუფის მეორე ტურში, ესპანური ‘იბერიანსი’ ისრაელის ‘ჰითს’ ვალიადოლიდში 15:30 საათზე მასპინძლობს. მოედნის მსაჯი შოთა თევზაძე იქნება და მას კიდეებიდან გიგა მშვენიერაძე და იოსებ ჯაფარიძე დაეხმარებიან.
ორი დღით ადრე, 10 ნოემბერს, სუპერ თასის ბ ჯგუფის მეორე ტურში ნიდერლანდების ‘დელტა’ რუმინულ ‘ვულვზს’ ამსტერდამში მასპინძლობს. აქ რეფერი საბა აბულაშვილია და მას საბა მახარაძე და დათო ლაბაძე დაეხმარებიან.
საქართველო კიდევ 4 მსაჯითაა წარმოდგენილი რაგბი ევროპის ალაფასა და კონფერენც დივიზიონში.
ალაფაზე, ლიეტუვასა და შვეიცარიის შეხვედრას, რომესაც კლაიპედა 11 ნოემბერს მასპინძლობს, მთავარი მსაჯი სულხან ჩიხლაძე იქნება, კიდეებზე კი შოთა ცაგარეიშვილი და მარიამ გოგუაძე დადგებიან.
11 ნოემბერს კონფერენც დივიზიონის ა ჯგუფში, ლატვია ნორვეგიას იელგავაში მასპინძლობს. მატჩის მთავარი არბიტრი გელა ლემონჯავა იქნება.
აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიური ‘ლუზიტანუშისა’ და ‘შავი ლომის’ შეხვედრას ირლანდიელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი კენ დევისონია. მას კიდეებიდან დანიელ კარსონი და სემ ჰოლტი დაეხმარებიან. თამაში 11 ნოემბერს, ჩვენი დროით 20 საათზე ლისაბონში დაიწყება.
RUGBY.GE