ფეხბურთი

14:06 | 9.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 13 ნოემბერს დაიწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი 16 ნოემბერს, თბილისში, შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მერვე შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად, ვალიადოლიდში გამართავს.

მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელით მოემზადება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო თბილისი"), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, საუდის არაბეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“ პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო თბილისი")

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, თურქეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო ბათუმი"), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი"), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, საბერძნეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

საწვრთნელი შეკრების დაწყებამდე, 13 ნოემბერს, 12:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, 21:00 საათზე შოტლანდიას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, 23:45 საათზე სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება, რითაც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპს დაასრულებს, სადაც ახლა 7 ქულით მეოთხე ადგილზეა.

0.12067