კალათბურთი

2:22 | 9.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 11 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონატის მესამე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ საკუთარ მოედანზე ლატვიური „რიგა“ 76:55 დაამარცხა.

ესპანურმა გუნდმა პირველი პერიოდი წააგო, მაგრამ ამის შემდეგ უპირატესობა მოიპოვა და გამარჯვება ადვილად მოახერხა.

გიორგი შერმადინმა 29 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხაიმე ფერნანდესი იყო, რომელმაც 22 ქულა და 7 პასი დააგროვა.

„ლენოვო ტენერიფე 2 მოგებით და 1 წაგებით ჯგუფში პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 ნოემბერს, „დარუშაფაქას“ უმასპინძლებს.

0.111762