ფეხბურთი

1:00 | 9.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "შედეგი სამართლიანი არ არის, ერთი შეცდომით ყველაფერი დავანგრიეთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „უნიონ ბერლინთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და მოგებას იმსახურებდა, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს.

„საჭირო იყო მეორე გოლით თამაში დაგვეხურა, მაგრამ ძალიან კარგი თამაში დაცვაში დაშვებული შეცდომით დავანგრიეთ. სამწუხაროა, რადგან გუნდი სხვა შედეგს იმსახურებდა. მატჩს ვაკონტროლებდით, თუმცა ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. შედეგით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ თამაშის ხარისხით - არა.

ასეთ მატჩებში მომენტები უნდა გამოვიყენოთ, რადგან თუ შედეგი ღია რჩება, რისკის ქვეშ ვდგებით, რაც დღესაც ვნახეთ. ჩვენს კუთხურზე შეცდომა დავუშვით, ჩვეულებრივ 4 ფეხბურთელით ვიცავთ თავს, როცა შეტევაში ვართ და ამჯერად ეს ვერ გავაკეთეთ. ეს არის შეცდომა, რომლისგანაც ვისწავლით.

ახლა ენერგია უნდა აღვიდგინოთ „ემპოლისთან“ მატჩისთვის, რადგან ჩემპიონთა ლიგა ძალიან ბევრ ფიზიკურ და მენტალურ ენერგიას გვართმევს. ხვალიდან მუშაობას განვაახლებთ, რათა შეძლებისდაგვარად მოვემზადოთ მომდევნო მატჩი მატჩისთვის და საკუთარ მოედანზე მოვიგოთ. დარწმუნებული ვარ "სტადიო მარადონას" ტაბუ კვირას დასრულდება“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ C ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი სერია A-ში „ემპოლისთან“ ჩაატარებს.

0.122825