ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ ღრმა კრიზისში მყოფ „უნიონ ბერლინს“ უმასპინძლა და ვერ მოუგო.
გერმანული გუნდი ნეაპოლში 12-მატჩიანი წაგებების სერიით, 5-მატჩიანი უგოლო სერიით და კატასტროფული სიტუაციით ჩავიდა, მაგრამ იტალიაში ქულა მოიპოვა. ქულა, რომელიც „უნიონის“ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე პირველია.
„ნაპოლი“ ერც ისე აქტიური იყო, მხოლოდ ბოლო წუთებში გაზარდა წნეხი. რუდი გარსიას გუნდმა ტაიმი მატეო პოლიტანოს გოლით მოიგო, საგოლე შეტევა კი ხვიჩა კვარაცხელიამ დაიწყო. მეორე ტაიმის დასაწყისში კი დატრო ფოფანამ კონტრშეტევა დაასრულა შედეგიანად და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კვარაცხელიას ბოლოსკენ ორი კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ორივე შემთხვევაში მეკარემ აჯობა. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე გასული წლის ოქტომბრის შემდეგ არ აქვს გოლი გატანილი და ზოგადად, „აიაქსის“ გარდა, სხვა გუნდის კარში მას ჩემპიონთა ლიგაზე არ გაუტანია.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით კვარაცხელიას 14 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 ნოემბერს, სტუმრად მადრიდის „რეალს“ შეხვდება. მანამდე ნეაპოლელები სერია A-ში „ემპოლის“ უმასპინძლებენ.
დღესვე კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. D ჯგუფში „სოსიედადმა“ ლისაბონის „ბენფიკა“ 3:1 დაამარცხა. ბასკები შესანიშნავ ფორმაში არიან და პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი, როცა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. „სოსიედადი“ 10 ქულით ლიდერია და მერვედფინალში პრაქტიკულად გასულია, „ბენფიკა“ უქულოდ ბოლო ადგილზეა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა.
„ნაპოლი“ – „უნიონ ბერლინი 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 პოლიტანო (39), 1:1 ფოფანა (52)
„სოსიედადი“ – „ბენფიკა“ 3:1 (3:0)
გოლები: 1:0 მერინო (6), 2:0 ოიარსაბალი (11), 3:0 ბარენეჩეა (21), 3:1 რაფა სილვა (49)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პოკერი
ეს მართლა ლევანგოლსკია
ფრანსფუტბოლი მაგრად ქარავს ოქროს ბურთს რომ არ გაცემს წელს.იმდენად გამოკვეთილი ფავორიტია უნდა შეცვალონ ეგ გადაწყვეტილება და უნდა მიცენ ამ კაცს წლევანდელი ოქროს ბურთი.ტიპი მართლა ცოდოა რომ არ მიცენ
სხვა გუნდის ფეხბურთელებთან მიმართებაში კია გამოკვეთილი ფავორიტი, მარა თავისივე თანაგუნდელები უწევენ სერიოზულ კონკურენციას, მე თუ მკითხავ )
მთელ გუნდს ხო არ მიცემენ))))მასე იყო რონალდოც რეალში,უქმნიდა გუნდი,ყველა მაგრად თამაშობდა და კრისტინას გაქონდა)))
ნუ ტოტენჰემს არსენალს და ჩელსის ეგ პრობლემება აღარ აწუხებთ ბაიერნთან იციან რაც უნდა გააკეთონ ჩვეულ პოზაში))))))))))))))))))))
დოღ ლიგაში ვარჯიშობენ აბა ვინ უფრო დიდი ანგარიშით წააგებს კომპლექსებს იხსნიან სანამ ამათ შეხვდებიან)))))))))))))))))))
არა რა შევჩენკო ჯობია ამას ნუ იტყვით)))))))))))))))))))))))))))
ნ-1 ფორვარდი
მკვლელი 9