„მანჩესტერის“ ნახევარმცველი კაზემირო შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს. ბრიტანული მედიის ცნობით, ბრაზილიელი არაბული კლუბების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება, მაგრამ ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
არაა გამორიცხული ტრანსფერი იანვარშივე შედგეს, რადგან „წითელ ეშმაკებს“ სახელფასო ბიუჯეტის გამოთავისუფლება სურთ, კაზემირო კი კლუბში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
მიმდინარე სეზონში კაზემირომ მანჩესტერელების რიგებში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა ყველა ტურნირზე, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბრაზილიელს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე აქვს ძალაში, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ვარიანტით.