ჯანლუიჯი დონარუმამ „მილანის“ წინააღმდეგ „სან სიროზე“ პირველად ითამაშა და ფანები მას კარგად ნამდვილად არ დახვედრიან.
დონარუმას „როსონერის“ ფანებმა დოლარის ყალბი კუპიურები დააყარეს თავზე და ეს მთელი მატჩის განმავლობაში გრძელდებოდა. მატჩის შემდეგ, რომელიც იტალიელებმა 2:1 მოიგეს, კილიან მბაპემ დონარუმა დაიცვა და განაცხადა, რომ „მილანის“ ფანებს ზედმეტი მოუვიდათ.
„ძალიან დიდი ხმაური იყო დონარუმას გარშემო, რომელიც მილანში რთულად მიიღეს. ვფიქრობ, „მილანის“ ფანებმა ცოტა გადააჭარბეს, მაგრამ დღევანდელი ფეხბურთი ასეთია, ფანები იმას აკეთებენ, რაც სურთ. მაქსიმალურად ვცდილობდით ჯიჯოს დაცვას, სამწუხაროა, რომ ასეთი რამ მოხდა“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა „მილანში“ 2015-2021 წლებში თამაშობდა, „პარი სენ-ჟერმენში“ კი უფასოდ გადავიდა.