ფეხბურთი

12:58 | 8.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "ლეაუს შეუძლია დიდი ჩემპიონი გახდეს, მაგრამ ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს და ჯგუფში არაფერია გადაწყვეტილი. პიოლიმ რაფაელ ლეაუზეც გააკეთა კომენტარი, რომელმაც გოლი გაიტანა და შესანიშნავად ითამაშა.

„ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა. სწორი სულისკვეთებით ვითამაშეთ, განსაკუთრებული ძალისხმევა გავიღეთ დიდ გუნდთან ქამბექისთვის. მნიშვნელოვანი მატჩ იყო, არაფერია გადაწყვეტილი, ახლა სახლში „დორტმუნდთან“ ვითამაშებთ.

„ლეაუ? როგორც დღეს ითამაშა, ეს უნდა იყოს მისი სტანდარტი. მას შეუძლია გახდეს დიდი ჩემპიონი, მაგრამ ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. გამორჩეული თამაში ჩაატარა, როგორც სხვებმა, არა მხოლოდ ხარისხობრივად, არამედ მონდომების თვალსაზრისით“, - თქვა პიოლიმ.

„მილანი“ ჯგუფში 5 ქულით მესამე ადგილზეა, მაგრამ ლიდერ „დორტმუნდს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, „პარი სენ-ჟერმენს“ კი - ერთით.

0.139449