ფეხბურთი

11:59 | 8.11.2023 | ნანახია 604 - ჯერ

"დორტმუნდის" ფანების პროტესტი: "თქვენ მხოლოდ ფული გაინტერესებთ"

„დორტმუნდის“ ფანებმა „ნიუკასლთან“ მატჩის წინ უეფას წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს.

გერმანელმა გულშემატკივრებმა გამოფინეს ბანერი, რომელზეც ნასერ ალ-ხელაიფის, ჯანი ინფანტინოსა და ანდრეა ანიელის ფიგურები იყო გამოსახული და ეწერა: "თქვენ სპორტი არ გაინტერესებთ, მხოლოდ ფული გაინტერესებთ!“

გარდა ამისა, მატჩის მიმდინარეობისას ფანებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადაყარეს, რითაც ასევე პროტესტი გამოხატეს.

„დორტმუნდმა“ „ნიუკასლი“ 2:0 დაამარცხა და ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს, რის შედეგადაც ე.წ. „სიკვდილის ჯგუფში“, სადაც აგრეთვე "მილანი" და პსჟ არიან, პირველ ადგილზეა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.143317