ფეხბურთი

11:27 | 8.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"შახტარის" მწვრთნელი: "უნაკლოდ ვითამაშეთ, ჩემი გუნდით ვამაყობ"

დონეცკის „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა „ბარსელონასთან“ გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისმა გუნდმა უნაკლოდ ითამაშა და თავისი ფეხბურთელებით ამაყობს.

„ასეთი შედეგის მისაღწევად საჭიროა გჯეროდეს და იმოქმედო. ჩვენ გავაანალიზეთ ჩვენი პირველი მატჩი "ბარსელონას" წინააღმდეგ და შემდეგ მათი სხვა მატჩები. ფეხბურთელებმა ფენომენალურად ითამაშეს. შეგვეძლო მეტის გატანა. ჩემმა გუნდმა უნაკლოდ ითამაშა.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ - ამას ვიმსახურებთ. მაგრამ ხვალ უკვე ვიფიქრებთ უკრაინის ჩემპიონატში ჩვენს მომავალ მატჩზე. ეს შედეგი ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა - ჩემთვის და კლუბის ყველა თანამშრომლისთვის. ვამაყობ არა მხოლოდ სუდაკოვით და კრისკივით, რომლებმაც ფანტასტიკური მატჩი ჩაატარეს, არამედ მთელი გუნდით“, - თქვა პუშიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „შახტარს“ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხ ტურში 6 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი „ანტვერპენს“ უმასპინძლებს. „ბარსელონას“ წინააღმდეგ პირველ მატჩში (1:2) საგოლე პასი ირაკლი აზაროვმა გააკეთა, ხოლო მეორე შეხვედრაში (1:0) გიორგი გოჩოლეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116855