ფეხბურთი

12:32 | 8.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

პეპემ ჩემპიონთა ლიგაზე ტოტის რეკორდი გააუმჯობესა

„პორტუს“ მცველი პეპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელია, რომელმაც ამ ტურნირზე გოლი გაიტანა.

„ანტვერპენის“ წინააღმდეგ პორტუგალიელმა თავი 40 წლისა და 254 დღის ასაკში გამოიჩინა. მან ფრანჩესკო ტოტის შედეგი გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ წინა ტურში პეპე ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, მაშინ ალესანდრო კოსტაკურტას რეკორდი გააუმჯობესა.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული გოლის ავტორების ხუთეული ასეთია:

1. პეპე (პორტუ) – 40 წლის და 254 დღის "ანტვერპენთან" მატჩში 2023 წლის 7 ნოემბერს.

2. ფრანჩესკო ტოტი (რომა) – 38 წლის და 59 დღის 2014 წლის 25 ნოემბერს ცსკა-სთან მატჩში.

3. რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 37 წლის და 289 დღის 2011 წლის 14 სექტემბერს "ბენფიკასთან" მატჩში.

4. ფილიპო ინძაგი (მილანი) - 37 წლის და 86 დღის 2010 წლის 3 ნოემბერს მადრიდის "რეალთან" მატჩში.

5. ხავიერ ძანეტი (ინტერი) – 37 წლის და 71 დღის 2010 წლის 20 ოქტომბერს "ტოტენჰემთან" მატჩში.

0.126187