ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტური ძალიან საინტერესო გამოდგა, რის შედეგადაც ორი მერვედფინალისტი უკვე გაირკვა.
E ჯგუფში მადრიდის „ატლეტიკომ“ გლაზგოს „სელტიკი“ გაანადგურა. დიეგო სიმეონეს გუნდში ანტუან გრიზმანი და ალვარო მორატა საოცარ ფორმაში არიან, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. „როხიბლანკომ“ შოტლანდიურ გრანდს ყველაფერში აჯობა, რომელიც ტაიმზე მეტ ხანს რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა.
ამავე ჯგუფში „ლაციომ“ უმძიმესი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა კონკურენტ „ფეიენოორდთან“, რითაც ჯგუფიდან გასვლის დიდი შანსი გაიჩინა. „ატლეტიკო“ 8 ქულით ლიდერია, „ლაციოს“ 7 ქულა აქვს, „ფეიენოორდს“ 6, ხოლო „სელტიკი“ უქულოდ და უშანსოდაა.
„ატლეტიკო“ – „სელტიკი“ 6:0 (2:0)
გოლები: 1:0 გრიზმანი (6), 2:0 მორატა (45), 3:0 გრიზმანი (60), 4:0 ლინო (66), 5:0 მორატა (76), 6:0 საული (85)
„ლაციო“ – „ფეიენოორდი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 იმობილე (45)
1. | ატლეტიკო | 4 | 2 | 2 | 0 | 12 | 5 | 7 | 8 |
2. | ლაციო | 4 | 2 | 1 | 1 | 5 | 5 | 0 | 7 |
3. | ფეიენოორდი | 4 | 2 | 0 | 2 | 7 | 5 | 2 | 6 |
4. | სელტიკი | 4 | 0 | 1 | 3 | 3 | 12 | -9 | 1 |
F ჯგუფში, რომელიც „სიკვდილის ჯგუფია“, ძალიან მაგარი ვითარება შეიქმნა. „მილანმა“, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ხუთ მატჩში გოლი არ ჰქონდა გატანილი, „პარი სენ-ჟერმენი“ დაამარცხა და ბრძოლაში დარჩა. უფრო მეტიც, „როსონერის“ შესანიშნავი შანსი გაუჩნდა, რომ ჯგუფიდან გავიდეს. „მილანმა“ პსჟ-ს აჯობა და დამსახურებულად მოიგო. ანგარიში მილან შკრინიარმა გახსნა, რასაც მალევე უპასუხა რაფაელ ლეაუმ, ხოლო გამარჯვების გოლი ოლივიე ჟირუმ გაიტანა. იტალიელებს კიდევ არაერთი მომენტი ჰქონდათ, თუმცა არც ფრანგები იყვნენ უსაქმოდ, ორჯერ ბურთი ძელს გაარტყეს. და მაინც, მოგებას უფრო „მილანი“ იმსახურებდა.
ამ ჯგუფში მანამდე „დორტმუნდმა“ „ნიუკასლი“ დაამარცხა და ისეთი ვითარებაა, რომ ოთხივე გუნდს აქვს შანსი: „დორტმუნდი“ 7 ქულა, პსჟ 6 ქულა, „მილანი“ 5 ქულა და „ნიუკასლი“ – 4 ქულა. ყველაფერს ბოლო ორი ტური გადაწყვეტს.
„მილანი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 შკრინიარი (9), 1:1 ლეაუ (12), 2:1 ჟირუ (50)
1. | დორტმუნდი | 4 | 2 | 1 | 1 | 3 | 2 | 1 | 7 |
2. | პსჟ | 4 | 2 | 0 | 2 | 7 | 6 | 1 | 6 |
3. | მილანი | 4 | 1 | 2 | 1 | 2 | 4 | -2 | 5 |
4. | ნიუკასლი | 4 | 1 | 1 | 2 | 4 | 4 | 0 | 4 |
სამაგიეროდ G ჯგუფში ყველაფერი უკვე გაირკვა. „მანჩესტერ სიტი“ და „ლაიფციგი“ მიმდინარე სეზონის პირველი მერვედფინალისტები არიან. ინგლისელებმა 3:0 აჯობეს „იანგ ბოიზს“, გერმანელებმა სერბეთში „ცრვენა ზვეზდას“ სძლიეს.
აქ მხოლოდ ისაა გასარკვევი, ვინ გავა პირველ ადგილზე და ვინ გადავა ევროპა ლიგაზე. უფრო მეტად, მხოლოდ ეს ინტრიგაა ცოცხალი, რადგან „ცრვენა ზვეზდას“ და „იანგ ბოიზს“ თითო ქულა აქვთ, ხოლო „სიტის“ წესით არ გაუჭირდება „ლაიფციგის“ ჯობნა და ჯგუფის მოგება.
„ცრვენა ზვეზდა“ – „ლაიფციგი“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 სიმონსი (8), 0:2 ოპენდა (77), 1:2 ჰენრიხსი (81, ა.გ)
„მანჩესტერ სიტი“ – „იანგ ბოიზი“ 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 ჰოლანდი (23, პენ), 2:0 ფოდენი (45), 3:0 ჰოლანდი (51)
1. | მანჩესტერ სიტი | 4 | 4 | 0 | 0 | 12 | 3 | 9 | 12 |
2. | ლაიფციგი | 4 | 3 | 0 | 1 | 9 | 6 | 3 | 9 |
3. | ცრვენა ზვეზდა | 4 | 0 | 1 | 3 | 5 | 10 | -5 | 1 |
4. | იანგ ბოიზი | 4 | 0 | 1 | 3 | 4 | 11 | -7 | 1 |
H ჯგუფში „ბარსელონამ“ „შახტართან“ წააგო დღის საწყის შეხვედრაში, ხოლო „პორტუმ“ „ანტვერპენს“ ადვილად 2:0 აჯობა. პეპემ გაიტანა გოლი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, ვინც გოლი გაიტანა. „ბარსელონას“ და „პორტუს“ 9-9 ქულა აქვთ, „შახტარს“ 6 და ისინი იბრძვიან, „ანტვერპენი“ კი უქულოდ და უიმედოდაა.
„პორტუ“ – „ანტვერპენი“ 2:0 (1:0)
გოლი: 1:0 ევანილსონი (32), 2:0 პეპე (90)
1. | ბარსელონა | 4 | 3 | 0 | 1 | 8 | 2 | 6 | 9. |
2. | პორტუ | 4 | 3 | 0 | 1 | 9 | 3 | 6 | 9 |
3. | შახტარი | 4 | 2 | 0 | 2 | 6 | 7 | -1 | 6 |
4. | ანტვერპენი | 4 | 0 | 0 | 4 | 3 | 14 | -11 | 0 |