საქართველოს თასის პირველი ფინალისტი „დინამო ბათუმია“, რომელმაც ნახევარფინალში ფოთის „კოლხეთი“ დაამარცხა.
ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარმა ბათუმელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ფოთში თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია და ტრიბუნები პირთამდე შეივსო.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ალექსანდერ იაკობსენმა ანგარიში გახსნა. ამას 3 წუთში დათა სიჭინავას გაძევება მოჰყვა და ფოთელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, თუმცა დავით კვირკველიას გუნდმა ბოლომდე იბრძოლა.
67-ე წუთზე ერეკლე ჯიჯავაძემ პენალტით წონასწორობა აღადგინა. მატჩი ახლოს იყო დამატებით დროსთან, მაგრამ ჯოვინო ფლამარიონმა 86-ე და 92-ე წუთებზე ანდრე დემჩენკოს გუნდს მოაგებინა.
„დინამო ბათუმი“ საქართველოს თასის ფინალში 1998 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.
„კოლხეთი“ – „დინამო ბათუმი“ 1:3 (0:0)
გოლები: 0:1 იაკობსენი (50), 1:1 ჯიჯავაძე (67, პენ), 1:2 ჯოვინო (86), 1:3 ჯოვინო (90)