ფეხბურთი

21:47 | 7.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

რასპადორი: "ნაპოლიში" სათადარიგო ფეხბურთელი არ არსებობს"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ჯაკომო რასპადორიმ „უნიონ ბერლინთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ გუნდის დახმარება შეუძლია და „ნაპოლიში“ სათადარიგო მოთამაშე არავინაა.

„ვიცით, რომ სატურნირო ცხრილში კარგ მდგომარეობაში ვართ და მომდევნო ეტაპზე საგზურთან ახლოს ვართ, მაგრამ ამისთვის გამარჯვება გვჭირდება. „უნიონთან“ მატჩი გადამწყვეტ ბიძგს მოგვცემს და პირველივე წუთიდან მაქსიმუმი უნდა გავიღოთ.

ვფიქრობ, რომ სტაბილურად თამაში მნიშვნელოვანია ყველა ფეხბურთელისთვის, არა მხოლოდ თავდამსხმელისთვის. ეს გეხმარება თავდაჯერებაში. ცხადია, რომ თავდამსხმელისთვის გოლი მეტი სტიმულია, მაგრამ მთავარი სტაბილური სათამაშო დროა. მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და ეს ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანია. ვიცე-ოსიმენი ვარ? ვფიქრობ, რომ ამ გუნდში არავინ არავის ვიცე და შემცვლელი არ არის, აქ არ არსებობს სათადარიგო ფეხბურთელი, ყველა ძირითადი შემადგენლობის წევრები ვართ. ყველამ ვიცით, რომ გუნდის დახმარება შეგვიძლია. ოსიმენთან ერთად თამაში შემიძლია? ეს შეკითხვა მწვრთნელს უნდა დაუსვათ, მე ყოველთვის მზად ვარ საჭიროების მიხედვით გუნდს დავეხმარო“, - თქვა რასპადორიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „უნიონ ბერლინის“ მატჩი 8 ნოემბერს, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114826