ფეხბურთი

19:55 | 7.11.2023 | ნანახია 526 - ჯერ

ედუარდო კამავინგამ "რეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ედუარდო კამავინგამ მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი იტყობინება, ფრანგი გუნდში 2029 წლის ზაფხულამდე დარჩება.

აღსანიშნავია, რომ კამავინგას მსურველ გუნდს მის გამოსასყიდად 1 მილიარდი ევროს გადახდა მოუწევს...

ამრიგად, „რეალმა“ ვინისიუსის და როდრიგოს შემდეგ ახალი კონტრაქტი კამავინგასაც გაუფორმა.

შეგახსენებთ, რომ ედუარდო კამავინგამ კარიერა „რენში“ დაიწყო, ხოლო 2021 წელს „რეალში“ გადავიდა, რომლის რიგებში 114 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. მან მადრიდულ გრანდში ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.067132
526