შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი გააკრიტიკეს მას შემდეგ რაც აკოცა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელ ჯენიფერ ერმოსოს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, დაჯილდოებისას. ამის გამო ფიფამ რუბიალესი ფეხბურთს 3 წლით ჩამოაშორა.
„მესმის, რომ ყველა განსხვავებულად ფიქრობს, ამიტომ მინდა, ჩემს სპორტზე გავამახვილო ყურადღება. მაგრამ როდესაც ხედავთ უსამართლო სიტუაციებს, თქვენ უნდა დაიჭიროთ ერთი ან მეორე მხარე.
ხალხი შემიძულებს ან შემიყვარებს, მაგრამ მე ჩემი აზროვნება მაქვს და სათქმელს ღიად გამოხატავ. არ ვიცი, გააადვილებდა თუ არა მამაკაცი ფეხბურთელების მხარდაჭერა ყველაფერს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ბევრს დაეხმარებოდა“, - განუცხადა ერმოსომ GQ-ს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აი ხო არაფერი ქალია, მაგრამ რაღაც ნაღდად აქვს. რომ ვუყურებ მაჟრიალებს, კოცნაც მინდება და სხვა რამეც ))