ფეხბურთი

14:20 | 7.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ „მილანის“ 50-მდე გულშემატკივარი თავს დაესხა პსჟ-ის ქომაგებს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩის წინ, „მილანის“ 50-მდე გულშემატკივარი პსჟ-ის ქომაგებს დაესხა თავს - წერს Corriere della Sera.

შემთხვევა 6-7 ნოემბრის ღამეს მილანის ნავილიას რაიონში მოხდა. აღსანიშნავია, რომ პსჟ-ის ერთ-ერთი გულშემატკივარი ორჯერ დაჭრეს და მძიმე მდგომარეობაშია.

„მილანისა“ და პსჟ-ის მატჩი სამშაბათს, 7 ნოემბერს გაიმართება. და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

თეგებიმილანიპსჟ
0.151448