„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანგელოს პოსტეკოღლუმ, ინგლისის ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩში „ჩელსისთან“ დამარცხების (1:4) შემდეგ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„ძნელია ასეთი მარცხის მონელება. თამაშის ანალიზი თითქმის შეუძლებელია, რადგან საკმაო მონაკვეთების დროს ის უკონტროლო ჩანდა. შედეგით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ფეხბურთელებით ნამდვილად ვამაყობ. მათ ყველაფერი გაიღეს და ეს არის პოზიტივი, რომელსაც ჩვენ იმედს გვაძლევს.
რამდენჯერმე ძალიან ახლოს ვიყავით ანგარიშის გათანაბრებასთან, რაც ჩვენს ნებისყოფაზე მეტყველებს. ვფიქრობ, კარგად დავიწყეთ, შესანიშნავი გოლი გავიტანეთ. წითელმა ბარათმა მატჩის მიმდინარეობაზე იმოქმედა. მსაჯებმა ეპიზოდს კვალიფიციური შეფასება მისცეს, ამიტომ უნდა მივიღოთ იგი.
ყველა ეპიზოდი ლამის სასამართლო ექსპერტიზაა, ახლა ფეხბურთი ასეა და ეს არ მომწონს. შესაძლოა, ზოგს მოეწონოს ყველა ის პაუზა, რაც დღეს გვქონდა, მაგრამ მირჩევნია, ფეხბურთი ვითამაშოთ.“ - ციტირებს პოსტეკოღლუს სიტყვებს BBC.
პრემიერ ლიგის 11 ტურის შემდეგ „ტოტენჰემი“ 26 ქულით მეორე ადგილზეა. ჩემპიონატს „მანჩესტერ სიტი“ ლიდერობს (27 ქულა).
მიმდინარე პრემიერლიგაში ეს „დეზების“ პირველი მარცხი გახლდათ.