ინგლისის პრემიერლიგას მე-11 ტურის შემდეგ ახალი ლიდერი ჰყავს, რადგან „ტოტენჰემმა“ სეზონში პირველად წააგო.
ლონდონურ დერბიში „მამლებმა“ „ჩელსისთან“ შინ 1:4 წააგეს. თუმცა, სტუმრებს ისე ადვილად არ მოუგიათ, როგორც ანგარიშიდან ჩანს. „ტოტენჰემი“ იგებდა მე-6 წუთზე დეიან კულუშევსკის გოლით, შემდეგ „ჩელსის“ ორი გოლი არ ჩაუთვალეს, გარდამტეხი კი 33-ე წუთი გამოდგა, როდესაც კრისტიან რომერო გააძევეს და პენალტი დაინიშნა. კოულ პალმერიმ გაათანაბრა.
55-ე წუთზე „ტოტენჰემი“ 9 კაცით დარჩა მოედანზე დესტინი უდოჯის გაძევების გამო... მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა 75-ე წუთამდე გაძლეს, სანამ ნიკოლას ჯექსომა მაურისიო პოჩეტინოს გუნდი არ დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე და მეშვიდე წუთებზე კი სტუმრებმა კიდევ ორი გაიტანეს, როცა „ტოტენჰემი“ თამაშის გადარჩენას ცდილობდა. ჰეთ-თრიქი შეასრულა ჯექსონმა.
ამრიგად, 27 ქულით ლიდერი „მანჩესტერ სიტია“, „ტოტენჰემს“ 26 ქულა აქვს და მეორეა, ხოლო „ჩელსიმ“ 15 ქულა დააგროვა და მხოლოდ მეათე ადგილს იკავებს.
„ტოტენჰემი“ – „ჩელსი“ 1:4 (1:1)
გოლები: 1:0 კულუშევსკი (6), 1:1 პალმერი (35), 1:2 ჯექსონი (75), 1:3 ჯექსონი (90), 1:4 ჯექსონი (90)