ფეხბურთი

20:15 | 6.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" ტეჰ ჰაგის გათავისუფლებას არ გეგმავს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა სეზონის წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, ერიკ ტენ ჰაგის გათავისუფლებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

კლუბში იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში ნიდერლანდელი შეძლებს სიტუაციის გამოსწორებას და შედეგებიც შეიცვლება.

„მანჩესტერმა“ პრემიერლიგის 11 ტურში მხოლოდ 18 ქულა მოიპოვა (6 მოგება, 5 წაგება), ინგლისის ლიგის თასიდან მერვედფინალში გავარდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის სამ ტურში ორი მარცხი განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101959