ფეხბურთი

13:26 | 6.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

შჩესნი: "89 წუთი ვიტანჯებოდით"

„იუვენტუსის“ მეკარემ, ვოიცეხ შჩესნიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ განაცხადა, რომ 89 წუთის განმავლობაში იტანჯებოდნენ, მაგრამ ერთიანი სულისკვეთება აჩვენეს.

„ძალიან კარგი სულისკვეთება ვაჩვენეთ. ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს და თავს სხვებზე მაღლა არავინ გრძნობს, მომატების პოტენციალი ძალიან დიდია. გუნდს აქვს ერთობა რთულ მომენტებში, რადგან დღეს ძალიან რთული მომენტები გამოვიარეთ, 89 წუთის განმავლობაში (იღიმის - რედ). ფლორენციიდან 3 ქულის წაღება ადვილი არ არის და ბედნიერები ვართ“, - თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 26 ქულით მეორე ადგილზეა, 11 ტურში მხოლოდ 6 გოლი გაუშვა, 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა, ხოლო ბოლო 6 მატჩში ერთი გოლიც არ გაუშვია.

0.110865