რაგბი

12:08 | 6.11.2023 | ნანახია 0 - ჯერ

დიდი 10 | არესი 23:13 ხვამლი

ქუთაისის ‘არესმა’ დიდი 10-ის მე-7 ტურში „აია არენაზე“ თბილისის ‘ხვამლს’ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 23:13 დაამარცხა.

‘არესისთვის’ ეს გამარჯვება მესამე იყო მიმდინარე სეზონში და ის 15 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. ‘ხვამლმა’ მესამე თამაში დათმო, 19 ქულა დარჩა და მე-4 ადგილზეა.

გუნდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და საწყის 20 წუთში ჯამში 23 ქულა მოაგროვეს. სტუმრები მე-5 წუთზე ნიკა ცინცაძის ჯარიმით დაწინაურდნენ, თუმცა ორიოდე წუთში საკუთარ 22-ში შეცდნენ, ‘არესი’ სწრაფად გადაერთო კონტრშეტევაზე და ნგლენ თაკაუტინმა ლელო გაიტანა. მე-14 წუთზე ‘ხვამლმა’ 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ააგორა და ის საბა კურტანიძის ლელოთი დასრულდა, ცინცაძემ კი ძელის გავლით გარდასახა.

ქუთაისელებს პასუხის გასაცემად კვლავ ორი წუთი დაჭირდათ – არსენ მაჩალაძემ სისწრაფეში მიიღო ბურთი, 22-თან ხაზი გაგლიჯა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. ბონდო აბაშიძეს გარდასახვისას ლისალა ნასენგემ დაუფარა და მასპინძლებს დაწინაურების შანსი არ მისცა. განახლდა თუ არა შეხვედრა ცინცაძემ ჯარიმით თბილისელები კვლავ დააწინაურა, დარჩენილ 20 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა და ტაიმი სტუმრებმა 13:10 მოიგეს.

მეორე ტაიმის დებიუტში რატუ ტუმბუნამ ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩნენ, თუმცა ქუთაისელებმა სწორედ ამ პერიოდში მოიპოვეს უპირატესობა. 52-ე წუთზე მათ მიერ აგორებული მოლი ლელოთი დასრულდა. აბაშიძემ გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა და თავისი გუნდი 55-ე წუთზე 7 ქულით დააწინაურა.

მატჩის მიწურულს სინბინით ორივე გუნდმა თითო მოთამაშე დაკარგა, 79-ე წუთზე ცოტნე კვესელავამ არეკნი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 23:13. მატჩის საუკეთესო მოთამაშე მასპინძელთა 9 ნომერი გუგა მარგველაშვილი გახდა.

RUGBY.GE


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:09 | 05.11.2013
curry (23)

ეგრე გააგრძელე ანა ყოჩაღ !

15:38 | 04.11.2013
Gio Rijvadze (2474)

ბიჭები :* ნახეთ აქ შედით და

დღეს 16:00 საათზე:
"ტორპედო" - "ჩიხურა"-ს პირდაპირი რეპორტაჟი :

0?'>https://www.facebook.com/pages/ქართული-ფეხბურთი-და-ქართველელი-ლეგიონერები/536396856451571':'>https://www.facebook.com/pages/ქართული-ფეხბურთი-და-ქართველელი-ლეგიონერები/536396856451571'))

15:30 | 04.11.2013
acho77 (71)

50 000იანი ტურნირის ქულები მეორე კვირასვე ხომ ირიცხებაა?მომავალ კვირას რატო დაერიცხება ვერგავიგე :/

22:59 | 04.11.2013
del rey (668)

რაღაცა გაუგებრობაა ნამდვილად,ვერ გავიგე რა ხდება

0.066481