იტალიის სერია A-ს მე-11 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ტურინის „იუვენტუსმა“ ფლორენციაში „ფიორენტინა“ დაამარცხა და შეიძლება ითქვას, დღევანდელი მოცემულობით „ინტერის“ მთავარი კონკურენტია.
მასიმილიანო ალეგრის გუნდი მე-10 წუთზე შესანიშნავი შეტევის შედეგად ფაბიო მირეტიმ დააწინაურა. ამის შემდეგ მთელი მატჩი ფლორენციელები უტევდნენ, მაგრამ ტურინელთა დაცვის ხაზი უბრალოდ უშეცდომო იყო - პრაქტიკულად იდეალური თამაში ჩაატარეს.
„იუვენტუსს“ 11 ტურში მხოლოდ 6 გოლი აქვს გაშვებული, აქედან 8 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა (მათ შორის ზედიზედ მეექვსედ) და სწორედ სოლიდური დაცვის წყალობით უკვე 26 ქულას მოუყარა თავი, მეორე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.
სამაგიეროდ, ალეგრის გუნდი „მილანს“ 4 და „ნაპოლის“ 5 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში „ბებერი ქალბატონი“ „კალიარის“ უმასპინძლებს.
„ფიორენტინა“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 მირეტი (10)