იტალიის საკალათბურთო სერია A-ს მეექვსე ტურში „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „კრემონასთან“ 83:93 დამარცხდა, რითაც 9-მატჩიანი წარმატებული სერია შეუწყდა.
ბოლონიელებმა მეორე და მესამე პერიოდი ძალიან ცუდად ჩაატარეს, როდესაც 21 ქულით ჩამორჩნენ და საბოლოოდ მარცხიც განიცადეს.
თორნიკე შენგელია ამჯერად მხოლოდ თავის გუნდში იყო საუკეთესო. ქართველმა კალათბურთელმა 25 წუთში 14 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. მან 6-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთხელ სამქულიანი არაზუსტად ისროლა.
„ვირტუს ბოლონია“ 5 გამარჯვებით და 1 მარცხით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 11 ნოემბერს, „ტრევიზოს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.