„ბაზელმა“ შვეიცარიის სუპერლიგაში 8 ტურის შემდეგ პირველად მოიგო, თანაც გაბრიელ სიგუას გოლით.
მე-13 ტურში ფაბიო ჩელესტინის გუნდმა „ივერდონს“ უმასპინძლა და ისევ ვერ იგებდა, მაგრამ 85-ე წუთზე სიგუამ გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1. ქართველი მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ სიგუამ მიმდინარე სეზონში სუპერლიგაში მეორე გოლი გაიტანა და „ბაზელისთვის“ ორივე გადამწყვეტი გამოდგა. მანამდე „ციურიხთან“ თავი 95-ე წუთზე გამოიჩინა და მაშინ თავის გუნდს ქულა მოაპოვებინა (2:2).
„ბაზელს“ მხოლოდ 8 ქულა აქვს და სუპერლიგაში ბოლო ადგილზე რჩება, მომდევნო ტურში კი 12 ნოემბერს, ჟენევაში „სერვეტს“ დაუპირისპირდება.