ჩოგბურთი

20:20 | 5.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსი მოიგო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავის მდიდარ კარიერას მორიგი ტიტული შემატა და პარიზის მასტერსი მოიგო.

სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი პრობლემების გარეშე, 6:4, 6;3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 39 წუთს გაგრძელდა. კლასში სხვაობა იგრძნობოდა და ნოლეს პრობლემა არ ჰქონია.

სერბს პირველი სეტის მოსაგებად მეშვიდე გეიმში შესრულები ბრეიკი ეყო, ხოლო მეორე სეტში მეტოქის ჩაწოდება ორჯერ მოიგო და გამარჯვებაც იზეიმა.

ნოვაკ ჯოკოვიჩის კარიერაში ეს მე-40 მოგებული მასტერსია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112198