სხვა

14:43 | 5.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს პარა წოლჭიმის ნაკრებმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე წარმატებულად იასპარეზა

საქართველოს პარა წოლჭიმის ნაკრებმა "ქაირო 2023" მსოფლიო თასის გათამაშებაზე გამოსვლა წარმატებით დაასრულა. მძიმე წონით კატეგორიაში - (+107კგ) აკაკი ჯინჭარაძემ 230კგ დაძლია და როგორც ინდივიდუალურში, ასევე სამი მისვლის ჯამში ოქროს მედლები მოიპოვა.

ამავე წონაში კი გიორგი ლაცაბიძემ 221 კილოგრამი დააფიქსირა, რითაც ინდივიდუალურში ბრინჯაოს, ხოლო სამი წარმატებული შედეგის ჯამში ვერცხლის მფლობელი გახდა.

-107 კილოგრამში ოქროს მედლები მოიპოვა იაგო გორგოძემ. ქართველმა სპორტსმენმა 190 კგ დაძლია. ხოლო დავით ქობალიამ როგორც ინდივიდუალურში, ასევე სამი მისვლის ჯამში ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.

გოგონებს შორის -61 კილოგრამში იასპარეზა გვანცა გულორდავამ. მან 68 კგ დაძლია და როგორც სამი მისვლის ჯამში, ასევე ინდივიდუალურში ვერცხლის მედლები მოიპოვა.

0.138692