ფეხბურთი

11:29 | 5.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანტეს" მწვრთნელი: "ქოჩორაშვილი მეომარია, ყოველდღე უმატებს"

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხავი კალეხამ „მირანდესთან“ მატჩის (2:2) შემდეგ, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილმა გოლი გაიტანა, ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა.

ესპანელმა სპეციალისტმა გიორგის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და თქვა, რომ ის დღითიდღე უმატებს.

„მეომარია, გუნდისთვის ყველაფერს იღებს. კარგ პრესინგს თამაშობს, უბიძგებს, იბრძვის, მაგრამ ბურთითაც კარგია და ძლიერი ხასიათიც აქვს. დინამიურია და გამოსავალს ეძებს. ყოველდღე უმჯობესდება. ზოგჯერ გუნდს მუხტს აძლევს, წინ მიუძღვება და მის გამო ბედნიერი ვარ“, - აღნიშნა კალეხამ.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა. „ლევანტე“ 24 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 10 ნოემბერს, სტუმრად „ლეგანესს“ შეხვდება.

0.115044