ესპანეთის ლიგა ენდესას მერვე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ საკუთარ მოედანზე „მორაბანკ ანდორა“ იოლად, 71:53 დაამარცხა. მასპინძლებმა ოთხივე პერიოდი მოიგეს და გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ.
გიორგი შერმადინმა 19:54 წუთში 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 1-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მარსელინო უერტასი იყო 12 ქულით.
„ლენოვო ტენერიფე“ 4 მოგებით და 4 წაგებით ლიგა ენდესაში მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 12 ნოემბერს, „ბარსელონას“ ესტუმრება.