ფეხბურთი

1:53 | 5.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ შინ მოულოდნელად „უდინეზესთან“ წააგო

იტალიური სერია A-ს მე-11 ტურის გვიან მატჩში „მილანმა“ „უდინეზეს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 0:1 დამარცხდა.

მატჩის ერთადერთი გოლი სტუმართა არგენტინელმა რობერტო პერეირამ გაიტანა 61-ე წუთზე პენალტით.

ახლა „მილანს“ 22 ქულა აქვს და მესამე ადგილზე დგას. 10-ქულიანი „უდინეზე“ კი მე-16 საფეხურზეა.

0.117951