ფეხბურთი

13:44 | 5.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპო ინძაგი: "ნაპოლის გოლი 1-მეტრიანი თამაშგარე იყო, როგორ ვერ დაინახეს?"

„სალერნიტანას“ მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი „ნაპოლისთან“ მატჩში (0:2) მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა. როგორც მან თქვა, პირველი გოლი სტუმრებმა აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანეს, რამაც თამაშის სცენარი შეცვალა.

„ვფიქრობ, მატჩის შემდეგ ტიფოზების ტაში არის ის, რასაც კვირის განმავლობაში ვითხოვდი. ძვირად გადავიხადეთ თამაშგარე მდგომარეობიდან გაშვებული გოლის გამო, რადგან 1-მეტრიანი თამაშგარე იყო. მესმის, რომ VAR-ი ამ მომენტში ვეღარ ჩაერეოდა, მაგრამ გვერდით მსაჯს ოფსაიდი თავიდანვე უნდა დაეფიქსირებინა, ეს აშკარა თამაშგარე იყო და თამაში უნდა შეჩერებულიყო. ასისტენტი ერთ მეტრში იდგა, როგორ შეიძლება, რომ ეს თამაშგარე ვერ დაინახა?!“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 21 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 12 ნოემბერს, „ემპოლის“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე ასევე შინ „უნიონს“ დაუპირისპირდება. „სალერნიტანას“ 11 ტურში მოგება არ აქვს და 4 ქულით ბოლო ადგილზეა.

0.140019