ფეხბურთი

13:09 | 5.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" განცხადება კილიან მბაპეზე

მადრიდის „რეალმა“ კილიან მბაპესთან ტრანსფერზე მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

ესპანურმა კლუბმა ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და მედია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„სხვადასხვა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კილიან მბაპესა და ჩვენს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ინფორმაცია აბსოლუტურად მცდარია და პსჟ-ს ფეხბურთელთან მოლაპარაკებები არ გვაქვს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ესპანური მედია რამდენიმე დღის წინ იტყობინებოდა, რომ „სამეფო კლუბში“ მბაპესთვის 10-ნომრიანი მაისური მომდევნო სეზონიდან მზად იქნება.

0.121311