ფეხბურთი

0:10 | 5.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლმა“ „არსენალს“ სძლია, ლიდერი ისევ „მანჩესტერ სიტია“

ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურის შაბათის გვიან მატჩში „ნიუკასლმა“ „არსენალს“ უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა. ერთადერთი ბურთი 64-ე წუთზე ენტონი გორდონმა გაიტანა.

11 ტურის მატჩის შემდეგ „ნიუკასლმა“ 20 ქულა დააგროვა და ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა. მსგავსი რაოდენობის მატჩების შემდეგ, 24-ქულიანი „არსენალი“ მესამე ადგილზე დადგა.

სატურნირო ცხრილს „მანჩესტერ სიტი“ უდგას სათავეში, თუმცა „ტოტენჰემს“ ერთი თამაშით ნაკლები და ერთი ქულით ნაკლები აქვს. „დეზები“ ტურის მატჩს 6 ნოემბერს გამართავენ შინ თანაქალაქელ „ჩელსისთან.“

0.109818