ფეხბურთი

23:20 | 4.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერი“ კვლავ სერია A-ს ლიდერია

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურის მატჩი, რომელშიც „ატალანტამ“ „ინტერს“ უმასპინძლა, სტუმართა გამარჯვებით - 1:2 დასრულდა.

მილანელები თურქი ნახევარმცველის, ჰაქან ჩალჰანოღლუს ძალისხმევით 40-ე წუთზე დაწინაურდნენ. 57-ზე არგენტიმნელმა ლაუტარო მარტინესმა თავისი გუნდის უპირატესობა განამტკიცა. „ატალანტამ“ მხოლოდ ერთი გოლით უპასუხა, თავდამსხმელმა ჯანლუკა სკამაკამ 61-ე წუთზე გაიტანა.

11 თამაშის შემდეგ, მილანელები იტალიის სერია A-ს ცხრილს 28 ქულით კვლავ ლიდერობენ. „ატალანტა“ 19 ქულით მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114716