ფეხბურთი

21:03 | 4.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

დოკუს ოთხი საგოლე

პრემიერლიგის მე-11 ტურის შაბათის სათამაშო დღეს „მანჩესტერ სიტიმ“ „ბორნმუთი“ 6:1 გაანადგურა. ერლინგ ჰოლანდი მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. გოლები კი ამჯერად სხვა ფეხბურთელებმა გაიტანეს: დუბლი მიითვალა ბერნარდუ სილვამ, თითოც დოკუმ, აკანჯიმ, ფოდენმა და აკემ შეაგდეს. დოკუმ ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა...

„სიტი“ 27 ქულით კვლავ გალიდერდა, თუმცა „არსენალი“ მოგვიანებით დაუპირისპირდება „ნიუკასლს,“ ლიდერი „ტოტენჰემი“ კი ორშაბათს „ჩელსის“ უმასპინძლებს.

მე-11 ტური. 4 ნოემბერი: ფულემი - მანჩესტერ იუნაიტედი 0:1, ევერტონი - ბრაიტონი 1:1, ბრენტფორდი - ვესტ ჰემი 3:2, ბარნლი - კრისტალ პალასი 0:2, მანჩესტერ სიტი - ბორნმუთი 6:1, შეფილდ იუნაიტედი - ვულვერჰემპტონი 2:1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110604