ფეხბურთი

20:05 | 4.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი ნუნიესზე: „დარვინს აქვს ყველაფერი დიდი სიმაღლეების მისაღწევად“

„ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, თავისი გუნდის ურუგვაელ თავდამსხმელ დარვინ ნუნიესზე ისაუბრა.

„ვერც კი წარმოიდგენთ, რა სიმაღლეებს შეუძლია მიაღწიოს. მას ძალუძს გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში.

აქვს ყველაფერი - სიჩქარე, დასრულების უნარები და რაც მთავარია - სურვილი... როდესაც ფორმაშია, ის ნამდვილად შეუდარებელია." - ციტირებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო კლოპის სიტყვებს ტვიტერში.

გასულ ზაფხულს ნუნესი „ლივერპულში“ „ბენფიკადან“ 80 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა, შვიდი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121796