„ჟირონას“ ზღაპარი გრძელდება - 12 მატჩი, 10 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება. ასეთია კატალონიური გუნდის მონაგარი ლა ლიგაში, სადაც ამ დროისთვის ერთპიროვნული ლიდერია.
„ჟირონა“ პამპლონაში „ოსასუნასთან“ 71-ე წუთამდე აგებდა (1:2), მაგრამ უკრაინელი ფეხბურთელების, არტიომ დოვბიკის და ვიქტორ ციგანკოვის გოლებით წინ გასვლა შეძლო, ბოლოს კიდევ გაიტანა და 4:2 გაიმარჯვა.
„ჟირონას“ 31 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „რაიო ვალეკანოს“ ესტუმრება.