სხვა

12:00 | 4.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს პარა წოლჭიმის ნაკრებმა კაირო 2023 მსოფლიო თასის გათამაშებაზე 6 მედალი მოიპოვა

საქართველოს პარა წოლჭიმის ნაკრებმა კაირო 2023 მსოფლიო თასის გათამაშებაზე წარმატებული სტარტი აიღო. ჩვენი ნაკრების ანგარიშზე სამი ოქროს და სამი ვერცხლის მედალია.

67კილოგრამ წონით კატეგორიაში მაკა კვინჩიამ ინდივიდუალურ ასპარეზობაში 84 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
დღესვე მან სამი მისვლის ჯამში ჩვენს ქვეყანას ვერცხლის მედალი მოუტანა.

ნათელა გამიდოვამ ოქროს მედალი სამი წარმატებული მისვლის ჯამში აიღო. ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი 67 კილოგრამ წონით კატეგოიაში 64კგ. დააფიქსირა და ვერცხლის მფლობელი გახდა.

სამი მისვლის ჯამში ოქროს მედალი დაისაკუთრა ნინო საბაშვილმა.ქართველმა პარასპორტსმენმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში 79კგ-მდე კატეგორიაში 55 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალი აიღო.

საქართველოს პარა წოლჭიმის ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებაზე გამოსვლას აგრძელებს.

0.112652