საქართველოს მოკრივეთა ნაკრები ევროპის 22-წლამდე ჩემპიონატისთვის ემზადება. მთავარი მწვრთნელის, ბეჟან ჭიჭინავას ხელმძღვანელობით, მონტენეგროში ნაკრები ზუსტად ერთ კვირაში 10-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრება.
გუნდის კაპიტანი ლაშა გაგნიძე იქნება. რუსთაველი რაჰიბა ისმაილოვას სახით კი, საქართველოს ნაკრების სახელით, ერთადერთი ქალი მოკრივე იასპარეზებს.
კონტინენტის პირველობას მონტენეგროს ქალაქი ბუდვა 10-დან 21 ნოემბრამდე უმასპინძლებს.