საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტურში „დინამო ბათუმმა“ „გაგრას“ უმასპინძლა, რომელიც იოლად, 3:0 დაამარცხა, რითაც ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
სასწაული თუ არა მოხდა, ანდრეი დემჩენკოს გუნდი ისტორიაში მეორედ გახდება საქართველოს ჩემპიონი. ბათუმელებმა „გაგრას“ პაატა ღუდუშაურის, ცოტნე ფაცაციას და ჯოვინოს გოლებით აჯობეს.
„დინამო ბათუმმა“ 70 ქულა დააგროვა და „დინამო თბილისს“ 12 ქულით უსწრებს, თუმცა თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. ფაქტია, ბათუმელთა უპირატესობა ძალიან დიდია, თან სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 4 ტური რჩება.
დღესვე, ეროვნულ ლიგაში 32-ე ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა და ორივე უგოლოდ დასრულდა. „საბურთალო“ „სამტრედიას“ დაუზავდა, ხოლო „ტორპედო“ – „სამგურალს“.
„ტორპედოს“ 52 ქულა აქვს და მესამეა, მას კვალში „საბურთალო“ მიჰყვება 50 ქულით, „სამგურალს“ 47 ქულა გააჩნია, ხოლო „სამტრედია“ 30 ქულით მერვე ადგილს იკავებს.
„დინამო ბათუმი“ – „გაგრა“ 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 ღუდუშაური (7), 2:0 ფაცაცია (71), 3:0 ჯოვინო (87)
„საბურთალო“ – „სამტრედია“ 0:0 (0:0)
„ტორპედო“ – „სამგურალი“ 0:0 (0:0)