„ნიუკასლ იუნაიტედის“ სპორტილმა დირექტორმა დენ ეშვორტმა სანდრო ტონალიზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, არ იცის, იცოდა თუ არა „მილანმა“ ტრანსფერამდე იმ სიტუაციის შესახებ, რომელშიც ტონალი აღმოჩნდა.
„ტონალი ტოპ-ფეხბურთელია, მნიშვნელოვანი შენაძენი, რომელიც დაგვაკლდება. მიჭირს პასუხის გაცემა იცოდა თუ არა, „მილანმა“ ტონალის ფსონების შესახებ. ჩვენ მხოლოდ შიდა გამოძიების ჩატარება შეგვიძლია. ნამდვილად არ ვიცი, იცოდა თუ არა, „მილანმა“ ამ სიტუაციის შესახებ. ეს ჩვენთვის შოკი და დიდი სიურპრიზი იყო, ყველა ჩვენგანისთვის სიახლე იყო“, - თქვა ეშვორტმა.
სანდრო ტონალი 10-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს ფსონების განთავსების გამო და მოედანზე აგვისტოს ბოლოს დაბრუნდება. თუმცა, ახლა გამოძიება საფეხბურთო ასოციაციამაც დაიწყო, რათა გაარკვიონ, ტონალი „ნიუკასლის“ თამაშებზეც დებდა თუ არა ფსონებს.