ფეხბურთი

22:01 | 3.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი აზაროვმა ტრავმა მიიღო და შეიძლება "ბარსელონასთან" ვერ ითამაშოს

უკრაინის პრემიერლიგის მე-13 ტურში დონეცკის „შახტარმა“ სტუმრად კიევის „დინამო“ 1:0 დაამარცხა ოლექსანდრ ზუბკოვის გოლით. თუმცა, ქართველმა ფეხბურთელმა ირაკლი აზაროვმა ტრავმა მიიღო.

ის ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მოედნის დატოვება პირველივე ტაიმში, 34-ე წუთზე მოუწია. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად სერიოზულია ირაკლის დაზიანება, მაგრამ ცუდია, რადგან ახლოვდება ნოემბრის სანაკრებო მატჩები. იქამდე კი, ოთხ დღეში „შახტარს“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ მატჩი ელოდება, რომელშიც შეიძლება ირაკლიმ ვერ ითამაშოს.

კიეველთა წინააღმდეგ დღეს, 76-ე წუთიდან ითამაშა გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელიც 77-ე წუთზე გააფრთხილეს. „შახტარი“ უკრაინის ჩემპიონატში 24 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო კიევის „დინამოს“ კრიზისი აქვს და მეშვიდეა.

0.063205