იტალიის თასის 1/16-ფინალში „სასუოლოს“ წინააღმდეგ „სპეციას“ ქართველმა მცველმა ივა გელაშვილმა 59 წუთი ითამაშა. მას საუკეთესო შეფასება თანაგუნდელთა შორის არ ჰქონია, მაგრამ იტალიურმა მედიამ მაინც საკმაოდ კარგად შეაფასა მისი თამაში.
Tuttomercatoweb 6 ქულა: „არასდროს დაუკარგავს კონცენტრაცია, მიუხედავად მეტოქეების მხრიდან ზოგჯერ მახრჩობელა პრესინგისა“.
Calciospezia 6 ქულა: „იტალიური ფეხბურთის მექანიზმებთან მორგებას იწყებს. „კოზენცასთან“ კარგი თამაშის შემდეგ ამჯერად დეფრელის და მულატიერის მცდელობების შეზღუდვას ახერხებს“.
Cittadellaspezia 6 ქულა: „მეორე ტაიმის სტარტზე გაჩენილი „ხვრელი“ მთელ „სპეციას“ აშინებს, მაგრამ მთლიანობაში მისი თამაში ზუსტია, დიდი საფრთხის გარეშე“.
„სპეცია“ მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს, ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზესთან“ ჩაატარებს. გელაშვილმა მიმდინარე სეზონში იტალიურ გუნდში 3 მატჩი ჩაატარა.