ფეხბურთი

2:46 | 3.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონემ" თასიდან "ტორინო" გააგდო, კვერნაძემ ითამაშა, საზონოვმა - არა

იტალიის თასის 1/16 ფინალში „ფროზინონემ“ სტუმრად „ტორინო“ დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ქართული დუელი არ შედგა, რადგან მხოლოდ გიორგი კვერნაძემ ითამაშა. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი მარჯვენა ფლანგზე მოქმედებდა.

„ტორინოში“ საბა საზონოვს არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ტურინელებს დაცვაში ტრავმირებული ფეხბურთელები ჰყავთ და თან სათასო მატჩი იყო, რაც არ არის კარგის ნიშანი...

„ფროზინონე“ მეხუთე წუთზე არიონ იბრაჰიმოვიჩმა დააწინაურა, რასაც 31-ე წუთზე დავიდ ზიმამ უპასუხა, რომელიც საზონოვის პირდაპირი კონკურენტია. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი 98-ე წუთზე მატჩის ბედი რეინიერის გოლმა გადაწყვიტა. სხვათა შორის, "ფროზინონე" იტალიის თასის მერვედფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებს.

„ტორინო“ თასს გამოეთიშა, ხოლო „ფროზინონე“ მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ შეხვდება.

0.118017